„ქრონიკის“ ინფორმაციით, საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში გაემგზავრება, მმართველი პარტიიდან იქნებიან არჩილ თალაკვაძე, დავით სერგეენკო და ბექა ოდიშარია.
ოპოზიციიდან დელეგაციაში იქნება ლევან იოსელიანი, გიორგი ვაშაძე, ხატია დეკანოიძე და ყველა საპარლამენტო პარტიიდან ერთი წარმომადგენელი.
შესაძლოა დელეგაციის შემადგენლობა შეიცვალოს, რადგან „ქრონიკის“ ინფორმაციით, დღის ბოლოს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.
„შეხვედრა შედგება გაფართოებული შემადგენლობით, იქნებიან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც და იქ დაზუსტდება დეტალები. ეს არის სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ. ეს არის ამ ვიზიტის მიზანი და მისია“, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
„ჩვენი მხრიდან მზადყოფნა ვიზიტთან დაკავშირებით გამოთქმულია. ვიზიტის ორგანიზებისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია. საქართველო თავის ღირსეულ პოზიციას აფიქსირებს თბილისშიც, ყველა საერთაშორისო დედაქალაქშიც და დააფიქსირებს უკრაინაშიც“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
წყარო:imedinews