ორდღიანი ძებნის შემდეგ, ხობში, მდინარე მუნჩიაში შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია “გურია ნიუსს”ადგილობრივებმა დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წალენჯიხის მკვიდრია.
“ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს და ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს”, _ აცხადებენ ადგილობრივები.
შეგახსნებთ, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა – მამაკაცი ნავით გადადგილდებოდა და მდინარეში გადავარდა.
ავტორი