ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში გამართული სააღდგომო წირვის დროს რომის პაპმა, ფრანცისკემ უკრაინაში ომის სისასტიკე დაგმო.
საზეიმო ღვთისმსახურებას მარიუპოლის მერის, ივან ფიოდოროვის მეთაურობით უკრაინის დელეგაცია ესწრებოდა. პაპმა გადაუხვია წინასწარ მომზადებულ ტექსტს, რათა ეკლესიაში მყოფ უკრაინელებს მისალმებოდა. მიმართვის ბოლოს მან უკრაინულად წარმოთქვა ფრაზა “ქრისტე აღდგა”.
“ჩვენ ყველანი ვლოცულობთ თქვენთან ერთად, რადგან ამდენი ტანჯვა გამოიარეთ. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ჩვენი ახლოს ყოფნა, ჩვენი ლოცვები და გითხრათ – გამაგრდით, რადგან ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ”, – თქვა რომის პაპმა.