ფრანგული მასმედიის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, პარიზში, ქალმა ნაგვის ურნასთან 100 000 ევროს ღირებულების მოპარული ვიოლინო იპოვა. ინსტრუმენტი 2021 წლის შემოდგომაზე ელისეს მინდვრების ორკესტრის მუსიკოსს, ენრიკო ტედეს მოპარეს.
ვიოლინო ვენეციელი ოსტატის, ჯულიო დეგანის მიერ არის დამზადებული და ადვილად ამოსაცნობია. ამ მიზეზის გამო ქურდმა ალბათ მისი გაყიდვა ვერ მოახერხა და თავიდან მოიშორა.
პოლიციამ ინსტრუმენტი ენრიკო ტედეს დაუბრუნა, ქალმა კი, რომელმაც ვიოლინო იპოვა, ფულად ჯილდოზე უარი განაცხადა.
ავტორი