რამდენიმე დღის წინ პოპულარული ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და ასევე ცნობილი მსახიობი ბენ აფლეკი დაინიშნნენ.
ჯენიფერ ლოპესმა სოციალურ ქსელებში ბენ აფლეკთან იმ შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა, რის შემდეგაც მათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
„იმ საღამოს ჩემს საყვარელ ადგილას ვიყავი, ანუ აბაზანას ვიღებდი. ბენი მუხლებზე დადგა და ხელი მთხოვა. განსაკუთრებული არაფერი ყოფილა, თუმცა ყველაზე რომანტიკული რამ იყო. ეს იყო ჩვეულებრივი საღამო, როდესაც ორი ადამიანი დაპირდა ერთმანეთს, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთად იქნებიან“.
საინტერესოა რომ, ჯენიფერი და ბენი ნიშნობის შემდეგ დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. როგორც წყვილთან დაახლოვებული წყარო აღნიშნავს, ისინი ხშირად ძვირადღირებულ რესტორნებში სიარულს, ლოს ანჯელესის ქუჩებში სეირნობას და შვილებთან ერთად დროის გატარებას ამჯობინებენ.