დაუზუსტებელი ცნობებით ვლადიმერ პუტინი სერიოზულად ავადაა და დიდი ხნის სიცოცხლე არ დარჩენია. საინტერესოა ვინ შეცვლის რუსეთის ამჟამინდელ დიქტატორს.
„რუსეთის შემდეგი პრეზიდენტი, შეიძლება იყოს ცნობილი ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა და პროდიუსერმა ალექსანდრე როდნიანსკიმ განაცხადა.
„არსებობს ადამიანი, რომელსაც აქვს როგორც ნდობა, ასევე საარჩევნო პოტენციალი – ეს იური დუდია. ის მკაცრად საუბრობს, ლაპარაკობს გულწრფელად, თანაც აბსოლუტური რუსი პატრიოტი. ის რეჟიმს ყველაზე მკაცრად აკრიტიკებს. სწორედ მას არ ეშინოდა ნავალნისთან ლაპარაკი, როდესაც ყველას ეშინოდა, მან რამდენიმე ძლიერი ინტერვიუ გააკეთა მასთან. დუდი უნაკლო რეპუტაციის მქონე ადამიანია. მას შეუძლია გახდეს დიდი პოლიტიკური ლიდერი“, – დაწერა სოციალურ ქსელში ალექსანდრე როდნიანსკიმ.
იური დუდის შესახებ „ვიკიპედიაში“ შემდეგი ინფორმაცია იძებნება: – იური დუდი (11 ოქტომბერი, 1986, პოტსდამი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) – რუსი ჟურნალისტი და ვიდეო ბლოგერი. გამოცემა „Spots.ru“-ს ყოფილი მთავარი რედაქტორი, 2018 წლის სექტემბრიდან არის გამოცემის გენერალური დირექტორის მოადგილე. მიჰყავს საავტორო გადაცემა „YouTube“-ზე სახელად „вДудь“, სადაც იგი იღებს ინტერვიუებს ცნობილ ჟურნალისტებთან, ბიზნესმენებთან, კულტურისა და ინტერნეტის მოღვაწეებთან და პოლიტიკოსებთან. რუსეთის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, მის გადაცემაში იყო პრეზიდენტობის სამი კანდიდატი: პავლე გრუდინინი, ქსენია სობჩაკი და ვლადიმერ ჟირინოვსკი. გადაცემაში აგრეთვე იყო ალექსეი ნავალნიც, რომელიც ცესკომ არჩევნებზე არ დაუშვა.
ავტორი