ლანჩხუთში ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“ინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. გუშინ მაგალითად ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში გვაქვს ინფიცირების 10835 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10827, გარდაცვლილია 83. აქტიურია ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
ავტორი