ჩატარებული კვლევების შემდეგ ბრიტანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს რომ ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები, რომელიც სტაფილოს წვენში შედის, დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და დღეგრძელობას უზრუნველყოფს.
სტაფილო 80% წყლისგან შედგება, სამაგიეროდ, დანარჩენი 20%, სასარგებლო ნივთიერებების ნამდვილი საწყობია. მასში დიდი რაოდენობის ნახშირწყლები, ცილები, A, С, K Е, С და В ჯგუფის ვიტამინები, ომეგა-6 და ომეგა-3 მჟავები, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, ქრომი, რკინა, ფტორი, ქლორი და უამრავი სხვა მიკროელემენტი შედის. ხოლო, კაროტინოიდული პიგმენტები, რომელსაც ეს ბოსტნეული შეიცავს, დიდი ანტიოქსიდანტური აქტივობით გამოირჩევა და ამიტომ, სტაფილოს წვენი თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო იარაღია.
სტაფილოს წვენში შემავალი ვიტამინები, ხელს უშლის იმუნური სისტემის უჯრედების განადგურებას. სტაფილოს წვენი ასევე შეიცავს ლუთეინს და ბეტა-კაროტინს, რომელიც ორგანიზმს სისხლის და სხვა ორგანოების ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკისგან იცავს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები, რომლებიც ცდებს, სტაფილოს ექსტრაქტის გამოყენებით, ლეიკოზის უჯრედებზე ატარებდნენ.
სტაფილო მოხარშული სახით, უმზე უფრო სასარგებლოა. მოხარშული სტაფილო, ყოველდღიურად გამოყენების შემთხვევაში, ამაგრებს ღრძილებს, არეგულირებს ნაწლავების მიკროფლორას, აუმჯობესებს კანის სტრუქტურას. დიეტოლოგების რეკომენდაციით, სტაფილო, ნებისმიერ ასაკში, შეგვიძლია მივირთვათ უმი, მოხარშული ან გამომცხვარი სახით.
ავტორი