ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ომის მეორე ეტაპზე სასწორზე ბევრი რამ დადო და თვლის, რომ სამხედრო კონფლიქტის „გაორმაგება“ მისი საუკეთესო გზაა.
ბერნსის თქმით, პუტინის ეს აზროვნება ომის მეორე ფაზას, პირველთან შედარებით ისეთივე ან უფრო მეტად სარისკოს ხდის.
“ის ჩაკეტილია გონების ჩარჩოში, რომელსაც არ სჯერა, რომ წაგება შეუძლია. ვფიქრობ, ახლა ის დარწმუნებულია, რომ უფრო მეტად გარისკვა მას საშუალებას მისცემს მიაღწიოს პროგრესს.
მისი რწმენა უკრაინის შესახებ და რუსეთის რეალობის შესახებ არის, რომ შეუძლია გააგრძელოს უკრაინის წინააღმდეგობის განადგურება – არ ვიცი, ეს ჯერ კიდევ შეირყა თუ არა. ასე რომ, ფსონები საკმაოდ მაღალია”, – თქვა ბერნსმა პუტინის შესახებ ვაშინგტონში Financial Times-ის ღონისძიების დროს.
ბერნსმა ასევე აღნიშნა, რომ ომის “ატომურ კონფლიქტში” გადაყვანა არ უნდა შეფასდეს იმაზე ნაკლებ მნიშვნელოვნად, ვიდრე ეს სინამდვილეშია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს დაზვერვა ამ ეტაპზე “ვერ ხედავს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების დაგეგმვის პრაქტიკულ მტკიცებულებებს”.
“ჩვენ მოვუსმინეთ რუსეთის ხელისუფლებას – არ შეგვიძლია, რომ მსუბუქად მივიღოთ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ფსონები ძალიან მაღალია პუტინის რუსეთისთვის და ეს რისკები, კონფლიქტის მეორე ეტაპზე სერიოზულია, ის არ უნდა იყოს ნაკლებად შეფასებული”,– თქვა CIA -ს დირექტორმა.
ავტორი