უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ყველაზე ცნობილი გამნაღველი ძაღლი, ,,მფარველი“ თავდადებისთვის დააჯილდოვა. – ამის შესახებ CNN წერს.
ტელეკომონია წერს, რომ ძაღლი ,,მფარველი“ ჯეკ რასელ ტერიერის ნაზავია, რომელიც ეროვნული ფიგურა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქალაქ ჩერნიგოვში, ბომბების გამნაღველების გუნდთან მუშაობის დროს გახდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში მომუშავე ერთ-ერთი გუნდი აცხადებს, ძაღლმა 150-მდე საბრძოლო მასალის აღმოაჩინა.
ზელენსკიმ, ,,მფარველს“ და მის მფლობელს, მიჰაილო ილიევს, კანადის პრემიერ მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან შეხვედრისას სახელმწიფო ჯილდო „თავდადებული სამსახურისთვის“ გადასცა.
CNN წერს, რომ ჩერნიგოვის განაღმვის ჯგუფმა თავის საქმიანობაში კანადური ტექნოლოგია გამოიყენა.
ავტორი