რენე ზელვეგერი თავდადებული მსახიობი გახლავთ. თავის დროზე, ფილმისთვის „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“ 20 კილოგრამი მოიმატა. ფილმის გადაღების შემდეგ კი ასევე დიდი სისწრაფით დაიკლო, რათა სასურველი როლი მიეღო ფილმ „ჩიკაგოში“.
როგორ შეძლო მსახიობმა ეს ყველაფერი?
ზელვეგერმა რადიკალურ მეთოდს მიმართა. თავდაპირველად მხოლოდ ბოსტნეულის წვნიანით იკვებებოდა. რენე ყოველდღიურად ახალ წვნიანს მიირთმევდა, რომელიც შედგებოდა კომბოსტოს, სტაფილოს, ნიახურის, ოხრახუშის, ხახვისა და სანელებლებისაგან. ერთკვირიანი „წვნიანის დიეტის“ შემდეგ მსახიობი ცილების დიეტაზე გადაერთო.
მსახიობის დილა საუზმით ომლეტითა და ერთი ნაჭერი ბეკონით იწყებოდა. რასაკვირველია პური რაციონში არ შედიოდა.
სადილი: თევზი ან მოხარშული ხორცი ნივრისა და ისპანახის სოუსით.
საღამოს კი 200 გრამ უცხიმო ფილეს და ავოკადოს, ლიმნისა და კიტრის წვენს შეექცეოდა.
დიეტა ეფექტური რომ იყოს დღეში 8-10 ჭიქა წყალი მიირთვით. რაციონიდან აუცილებლად ამოიღეთ შაქარი, ალკოჰოლი, პური და შემწვარი საკვები.
ავტორი