9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება!
1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერ შუმანმა ერთიანი ევროპის შექმნის იდეა გაახმოვანა, რომლის შესაბამისმა ინტეგრაციულმა პოლიტიკამ, ევროპის მომავალი შეცვალა. გაერთიანებული ევროპის იდეის ხედვა მიზნად ისახავდა, რომ ევროპის სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული რესურსების გაერთიანებით, მომავალში ისტორიულ მეტოქეებს შორისაც კი კონფლიქტი აღარ განმეორებულიყო.
ევროკავშირი უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც უკანასკნელი 72 წლის მანძილზე უწყვეტად ვითარდება. დღეს, ევროკავშირში შემავალ 27 სახელმწიფოსა და მის 447 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობა, საერთო კულტურა და მრავალფეროვნება, ღირებულებები – როგორიცაა დემოკრატია, პლურალიზმი, ტოლერანტობა, სამართლიანობა და სოლიდარობა.
2022 წლის 3 მარტს, საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით.
ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებით, საქართველომ ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა და კიდევ უფრო მიუახლოვდა ქართველი ხალხის ისტორიულ მიზანს – გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!
წყარო: საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ • NATO & EU Info Center