ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინაში, ოდესაში ჩავიდა. საპორტო ქალაქში გადაღებული ფოტოები მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.
„ევროპის დღის აღსანიშნავად ოდესაში ჩამოვედი, ქალაქში, სადაც, როგორც პუშკინმა თქვა, „შეგიძლია ევროპა იგრძნო“ და სადაც დღეს უკრაინელი ხალხი ქანდაკებებს ტყვიებისა და რაკეტებისგან, თავისუფლებას კი რუსული აგრესიისგან იცავს. მარტონი არ ხართ. ევროკავშირი თქვენთანაა“, – წერს შარლ მიშელი.
ავტორი