https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

კელი დეგნანის პოლიტიკური განცხადებები გურიიდან

9:50; 13.05.2022
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასულ კვირაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გურიას სტუმრობდა. ის საქართველო-აშშ-ს მეგობრობის და დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავთან დაკავშირებით გურიაში იმყოფებოდა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა არასამთავრობო ორგანიზაციის, ხელისუფლების, საზოგადოების წევრებთან შეხვედრები გამართა და ჟურნალისტებთან პოლიტიკური განცხადებები გააკეთა.

“ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას მისთვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოჩენისკენ”, _ აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ოფისი კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს:

“ჩვენ გვაქვს სრული ნდობა სახალხო დამცველის ოფისის მიმართ, რომელიც ახორციელებს ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ძალიან ყურადღებით მოეკიდოს. ეს არის ადამიანი, რომელსაც კონსტიტუციით მინიჭებული აქვს მანდატი, დაიცვას საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლება. სახალხო დამცველის ოფისი ძალიან კარგ და საპასუხისმგებლო საქმიანობას ახორციელებს და გვაქვს მისი რეკომენდაციების, როგორც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოქმედების საუკეთესო კურსის მიმართ სრული ნდობა”, _ განაცხადა ელჩმა.

კელი დეგნანი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო:

“უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის _ რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

უკრაინასა და საქართველოში გარკვეულ ადამიანებს შორის ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება, მე არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ამ ომში. სინამდვილეში, მე მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილები და ძალიან სენსიტიურები იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები. საქართველომ უკვე გამოიარა საკუთარ მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება. ასე რომ, ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. ამგვარ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი, ამგვარი თავდასხმები საქართველოს ნაწილებად ანგრევს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს და მხოლოდ რუსულ მიზნებს ემსახურება. ასე რომ, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, საქართველოსთვის, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”, _ განაცხადა კელი დეგნანმა.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

“ჩემი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საქართველოს მოწყვლადობას მაშინ, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას. ჩვენ დიდი ხანია, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვაგრძელებთ ამის კეთებას.

ჩვენ ახლა აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. 30 წლის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, გახდნენ უფრო ძლიერი, რათა დაიცვან საქართველოს საზღვრები. ეს არის სანაპირო დაცვა, სასაზღვრო პოლიცია, საქართველოს თავდაცვითი ძალები, ეროვნული გვარდია. ყველა მათგანი არის ბევრად ძლიერი, ბევრად უნარიანი, არა მხოლოდ აშშ-სთან ერთად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით, არამედ ავღანეთსა და ერაყში აშშ-სთან ერთად მსახურებით. ასე რომ, ვიტყოდი, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი რჩება ძალიან ძლიერი და ჩემი ლიდერები ამის შესახებ მკაფიოდ აცხადებენ”, _ განაცხადა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანმა, ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება და ეცნობა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, რადგან საქართველო ამერიკის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში მუშაობენ, რადგან ეს არის ადგილი, სადაც ცვლილებებისა და პროგრესის მიღწევა უნდა მოხდეს,

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტიისა და ყველა ოპოზიციური ლიდერის თანამშრომლობა გაგრძელდეს ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე, კერძოდ _ ეკონომიკაზე, განათლებასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვაზე.

“ახლა არ არის ერთმანეთთან ბრძოლის, ერთმანეთთან ჩხუბის დრო. ახლა არის დრო, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს, ერთად დადგეს და შეწყვიტოს ერთმანეთზე თავდასხმა. ეს მნიშვნელოვანი მესიჯი იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ _ რუსეთისთვის, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ გახლიჩოს, დაყოს ეს ქვეყანა, შეიტანოს დაბნეულობა. ქართველი ხალხის ერთიანობა, რა თქმა უნდა, ამაში ხელს შეუშლის. ასე რომ, ჩვენი, ამერიკის პოზიცია და მესიჯი არის გაერთიანდნენ, დადგნენ ერთად და ერთად იმუშაონ იმ საკითხებზე, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. სწორედ ამაში უნდა დაიხარჯოს ახლა ენერგია”, _ განაცხადა კელი დეგნანმა.

ჟურნალისტებთან გასაუბრების შემდეგ ოზურგეთში მყოფ ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს, “გურია ნიუსის” ჟურნალისტმა, მარინა ჩიხლაძემ გაზეთის ახალი ნომერი გადასცა.

“ააა… გურია, კარგია,” _ თქვა ქალბატონმა ელჩმა გაზეთის დანახვისას და “გურია ნიუსით” დაინტერესდა.

_ დიახ, ეს “გურია ნიუსია”. მისი დამფუძნებელი ქალბატონი ია მამალაძეა. 22 წლის წინ, ამერიკის საელჩოს მიერ, გაზეთს საჩუქრად გრანტი გადაეცა და ის ძლიერ საინფორმაციო სააგენტოდ ჩამოყალიბდა. პანდემიის პირობებშიც კი, დაბრკოლებების მიუხედავად, რეგულარულად მიეწოდებოდა მკითხველს და ხალხთან მართალი და საქმიანი სიტყვა მიჰქონდა და მიაქვს… _ უთხრა მას ჟურნალისტმა.

_ ძალიან კარგია. სასიხარულოა, წარმატებებს გისურვებთ! _ უთხრა მას ქალბატონმა ელჩმა.

იმავე დღეს კელი დეგნანი, გურიის მხარის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში იმყოფებოდა, სადაც მან გახსნა “ამერიკული თარო”. ასეთი ტიპის საბიბლიოთეკო კუთხე, საქართველოში სულ თხუთმეტია, სადაც გამოფენილია ამერიკელი მწერლების წიგნები.

ბიბლიოთეკაში ელჩი შეხვდა სოფლების _ ჩოჩხათისა და აცანის სკოლის მოსწავლეებს. ესაუბრა და გადასცა მათ სამახსოვრო წიგნები.

_ ეს მოსწავლეები მონაწილეობდნენ “ამერიკული თაროს” მიერ გახორციელებულ პროექტში “საზაფხულო გამოწვევა კითხვაში”. ელჩი სწორედ ამ თემაზე ესაუბრა ბავშვებს. თაროზე იქნება ამერიკელი მწერების წიგნები, როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე. წიგნი ყველაფერია. კიდევ და კიდევ უდიდეს მადლობას ვუხდი ამერიკის სახელმწიფოს, ქალბატონ ელჩს ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოჩენილი დიდი დახმარებისა და ყურადღებისთვის, _ თქვა “გურია ნიუსთან” ბიბლიოთეკის დირექტორმა, ქალბატონმა ლიანა ბაქანიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიბლიოთეკაში მოსწავლეებისთვის და სტუმრებისთვის საზეიმოდ გაჭრეს ტორტი, წარწერით _ “ამერიკული თარო” .

კელი დეგნანი
გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

“ვნახეთ სააკაშვილის განცხადება, რომელიც დარდობს განათლების სისტემაზე, ამაზე მეტი უტიფრობა და ცინიზმი რა შეიძლება იყოს”

18:29; 31 იანვარი, 2026

გიორგი მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება

დიმიტრი პესკოვი - ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთისთვის საფრთხეა, საპასუხო ზომებს შევიმუშავებთ

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1.02.2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო