ქვეყნის პირველი პირის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ბიძინა ივანიშვილის მიერ გატარებული პოლიტიკის დამსახურებაა.
„ბიძინა სამაგალითო, პატრიოტი კაცია. უამრავი რეფორმა და სიკეთე, მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყნისთვის, კაცის დამსახურებაა, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში თავისი ქონება, რომელიც უცხო ქვეყნებში დააგროვა ჩამოიტანა და დახარჯა ქველმოქმედებაში თქვენთვის, ქვეყნისთვის. ველა ის რეფორმა და სიკეთეები, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა,ამ კაცის დამსახურებაა. ჩვენმა ქვეყანამ სამი ომი გამოიარა. ის გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ქვეყანაშია, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, მის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია, ჩვენც ვაგრძელებთ ამ გზით სიარულს და შევინარჩუნებთ მშიდობას და განვითარებას“- თქვა ღარიბაშვილთან ლანჩხუთში სტუმრობისას.
ავტორი