როგორც უკვე ვიუწყებოდით, უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია გარდაიცვალა. 38 წლის მამაკაცი ხარკოვთან, შეტაკებისას დაიღუპა.
როგორც გარდაცვლილის ახლობელი გვიყვება,ის სამუშაოდ პოლონეთში იმყოფებოდა, როგორც კი უკრაინაში ომი დიწყო სამუშაო დატოვა და უკრაინაში წავიდა.
“პოლონეთში სამუშაოდ იყო, როგორც კი უკრაინაში ომი დაიწყო,სამუშაო დატოვა და ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთო. რატი საოცრად პატრიოტი იყო და დაამტკიცა კიდევაც. მას,სავარაუდოდ,თბილისში დაკრძალავენ. ისე წარმოშობით სამეგრელოდან იყო. რატის მეუღლე დარჩა”,-გვეუბნება რატი შურღაიას ახლობელი. ჯერჯერობით, უცნობია, როდის მოხდება მისი ჩამოსვენება სამშობლოში.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან სულ 11 ქართველია დაღუპული: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა.
ავტორი