ცოტა ხნის წინ ამერიკელმა დიეტოლოგებმა ჯანსაღი საუზმის რეცეპტები შეიმუშავეს.
პირველ ადგილზე აღმოჩნდა შვრიის ფაფა, რომელსაც შაქრის ნაცვლად სასურველია დავუმატოთ ნატურალური თაფლი ან რომელიმე კენკროვანი ან გამომშრალი ხილი. ასეთ ფაფას შეიძლება ასევე დავუმატოთ კაკალი ან თხილი. შვრიის ფაფა შეიძლება მოვამზადოთ რძეზე ან წყალზე, სურვილისამებრ.
მეორე ადგილზე აღმოჩნდა რძეზე მომზადებული მუსლი. რძის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ იოგურტიც.
მესამე ადგილზეა ომლეტი 1 ან 2 კვერცხით, მწვანილთან ერთად მომზადებული.
მეოთხე ადგილზეა ორიგინალური საუზმე, რომელიც შვრიის ფანტელზე მზადდება. ავიღოთ 2-3 კოვზი შვრიის ფანტელი. დავამატოთ 100-150 გრამი ნატურალური იოგურტი და ცოტა ხილი სურვილისამებრ და დავაბლენდეროთ, ბოლოს კი დავუმატოთ 1-2 სუფრის კოვზი სელის ზეთი.
ხილის სალათს უკავია მეხუთე ადგილი. ის შემდეგნაირად მზადდება: დაჭერით პატარა ნაჭრებად ბანანი, ფორთოხალი, ვაშლი და ა.შ. თქვენი სურვილის მიხედვით, მოვასხათ მას ცოტა ლიმონის წვენი და 100გრ, ნატურალური იოგურტი.
ვისაც უნდა დილით ენერგიით შეივსოს ორგანიზმი, ამერიკელმა დიეტოლოგებმა შესთავაზეს საუზმის მეექვსე ვარიანტი. აიღეთ მარცვლოვანი(გაღივებული)ხორბლის პური და გააკეთეთ მისგან ბუტერბროდი. ჯერ პურის ნაჭერს დავადოთ სალათის ფურცელი ან ცოცხალი კიტრის ნაჭერი, ზემოდან კი დავადოთ მოხარშული ქათმის ნაჭერი ან ყველის თხელი ნაჭერი.
ძალიან სასარგებლოა საუზმეზე მიირთვათ ხაჭო, მას შეიძლება დავამატოთ კენკროვანი ან სხვა ხილი, სურვილისამებრ.
არაჩვეულებრივად სასარგებლოა რძეზე მომზადებული წიწიბურას ფაფა. მიირთვით ეს ფაფა და თქვენი ორგანიზმი შეივსება საკმარისი ცილითა და რკინით.
რაც შეეხება სასმელებს. საუზმეზე სასურველია დავლიოთ მწვანე ჩაი, ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი ან სუფთა სასმელი წყალი.
ავტორი