გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ქრისტიან ლინდნერი რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის აქტივების ჩამორთმევას მხარს უჭერს, – ამის შესახებ reuters წერს.
ლინდნერმა აღნიშნა, რომ ოლიგარქების პირადი აქტივების შემთხვევაში გადახედავენ თუ რა სამართლებრივი გზები არსებობს.
,,ჩემთვის პოლიტიკურად მისაღებია რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის უცხოური აქტივების ჩამორთმევის იდეა. ეს საკითხი განიხილება დიდი შვიდეულსა და ევროკავშირში.
რაც შეეხება პირად აქტივებს, უნდა ვნახოთ თუ სამართლებლივად რა შეგვიძლია. კანონის უზენაესობას პატივი უნდა ვცეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე რუს ოლიგარქებთან გვაქვს, _ თქვა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი, 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, დასავლურ ქვეყნებში რუსეთის, მათ შორის ოლიგარქების, აქტივების გაყინვა ან ჩამორთმევა დაიწყეს. აშშ რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების უკრაინის რეკონსტრუქციაში დასახმარებლად გამოყენებას აპირებს.
ავტორი