ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი კომპანია „Pip & Henry“ ბავშვის ახალ სპორტულ ფეხსაცმელს ქმნის, რომელიც მოზარდის ზრდის პარალელურად იზრდება. ფეხსაცმელს 3,5 ნახევარი ზომით გადიდება შეეძლება, ვიდრე ბავშვს საბოლოოდ დაუპატარავდება.
გამოგონება კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად იქნება სასარგებლო და ერთი წყვილი ფეხსაცმლის ხმარების ვადა სულ მცირე ორჯერ გაიზრდება.
ეკოფეხსაცმელი დახლებზე 2023 წლიდან უნდა გამოჩნდეს.
კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ფასი მაქსიმალურად დაბალი იქნება, რათა ბევრმა ოჯახმა შეძლოს მათი ფეხსაცმლის შეძენა.
ავტორი