ლანჩხუთის საკრებულოს ბოლოს ხდომაზე ირმა მგელაძემ, რომელიც ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენს, საკმაოდ სკანდალური განცხადება გააკეთა სპორტულ ცენტრთან მიმართებაში.
დეპუტატის თქმით, სამსახურში, სადაც პრიორიტეტი ჯანსაღინ ცხოვრების წესია და მომავალი თაობის აღზრდა ევალებათ, ნარკოდამოკიდებული ადამიანები არიან დასაქმებულები.
„აქ საუბარი იყო სპორტულ ცენტრზე და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ ჩემი სურვილია და იმედია თქვენიც, აქ ყურადღება მიექცეს ჯანსაღი ცხოვრების წესს. ამ სამსახურში, სადაც მომავალი თოაბები უნდა აღიზარდონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, ნარკოდამოკიდებული და მეტადონის პროგრამით მოსარგებლე ადამიანები არიან დასაქმებულები. ეს ძალიან სამარცხვინოა, ჯანსაღი ცხოვრების წესს ვერაფრით ვერ ასწავლის ნარკომანი პედაგოგი და მეტადონის პროგრამაში გაერთიანებული პირი,“ -თქვა ირმა მგელაძემ, რომლის მიმართვის მთავარი ადრესატიც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ალექსანდრე სარიშვილი იყო.
„საკმაოდ ხმამაღალი განცხადებაა. თუკი მსგავსი რამ არის, ეს პირდაპირ დანაშაულია. მუნიციპალიტეტი იზრუნებს ამ საკითხზე,“- თქვა ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს წევრს დაპირდა, რომ საკითხით აუცილებლად დაინტერესდებოდა.
ავტორი