skynews-ის ინფორმაციით, დიდ ბრიტანეთში ფირმები 4 დღიან სამუშაო კვირაზე გადადიან.
როგორც ცნობილია, სამუშაო დღეების შემცირება კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებზე არ აისახება და ისინი ანაზღაურებას შემცირების გარეშე მიიღებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, 4 დღიანი სამუშაო კვირა საპილოტე პროგრამააა და ორგანიზატორები მუშაობენ მკვლევარებთან ერთად, რომ შეაფასონ სამუშაო დღეების შემცირების გავლენა პროდუქტიულობაზე და პერსონალის კეთილდღეობაზე.
ისინი ასევე დააკვირდებიან, თუ როგორ აისახება ეს გარემოზე და გენდერულ თანასწორობაზე.
„ოთხდღიანი კვირა ზოგადად განიხილება, როგორც სამმაგი დივიდენდის პოლიტიკა – თანამშრომლების, კომპანიების და კლიმატის დახმარება”,_ განაცხადა ჯულიეტ შორიმ, ბოსტონის კოლეჯის სოციოლოგიის პროფესორმა და პილოტის წამყვანმა მკვლევარმა.