საქართველოს პრეზიდენტი მოქალაქეებს 16 ივნისს, 19:00 საათზე ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლებში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გთავაზობთ, 16 ივნისსს ყველა შევიკრიბოთ ევროპის მოედანზე – დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა“ – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ევროპის მოედანზე მისვლისკენ საქართველოში ევროკავშირის ელჩსაც მოუწოდა. სალომე ზურაბიშვილმა ანალოგიური შეთავაზება პოლიტიკურ პარტიებსაც გაუკეთა. “ყველანი მივიდეთ ევროპის მოედანზე, მიკროფონების გარეშე”, – თქვა მან.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მოძრაობა “სირცხვილიას” შესთავაზა, 20 ივნისს დაგეგმილი აქციის ნაცვლად, 16 ივნისს ევროპის მოედანზე დაგეგმილ შეკრებას შეუერთდნენ.