ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ურსულა ვან დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა გაიაროს რეფორმების გზა.
„საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალსა და მისწრაფებებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. საბაზრო ორიენტაცია და ძლიერი კერძო სექტორი არის საქართველოს უპირატესობა.
იმისთვის, რომ წარმატებამ მიაღწიოს ქვეყანამ და შედგეს პოლიტიკურად, უნდა განსაზღვროს ცალსახა გზა სტრუქტურული რეფორმებისა ევროკავშირისკენ. ეს იქნება გზა, რომელზეც გაწერილი იქნება ყველა საჭირო რეფორმა, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და რომელსაც ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ თუ რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამისს პირობებს საქართველო, სანამ მას გადავცემთ კანდიდატის სტატუსს”, – აღნიშნა მან.
ამავე ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.