პოლიტიკოსი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში ევროკომისიის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.
“სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდებაო. რეალობა კი ზუსტად ისეთივე სასტიკი დარჩა, როგორც გუშინ და გუშინწინ იყო. ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, ტრაგიკულიც კი. მით უფრო როდესაც იმასაც კი ვერავინ ხედავს, როგორ შეიძლება აიძულო უგუნური რეალურად შეცვალოს მართვა, დაიწყოს საზოგადოებრივი კონსენსუსის შენება და რეალური რეფორმები.
ასე ხდება, როდესაც ხელისუფლება სიძულვილის ადვოკატია.
PS კითხვაზე რა შეიძლება მოხდეს 24-მდე? _ ბევრი არაფერი, ალბათ, თუმცა, თეორიულად, არის, რჩება შანსი 24-ში პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღონ და შანსი მოგვცენ, მაგრამ ვგონებ ამისთვის ჩვენმა სახელმწიფომ უნდა ჩაიდინოს სასწაული და ესეც საკმარისი იქნება თუ არა რთული სათქმელია. მაგალითად. ყველამ ერთად გამოცხადოს რეფორმების პაკეტი, გადადგეს მთავრობა და ტექნიკური / პროფესიული მთავრობა დაინიშნოს რეფორმების პაკეტის შესასრულებლად … შეიძლება მოფიქრება შემდეგი 5 დღის გეგმის, მაგრამ ეს ყველაფერი ფანტასტიკის სფეროდანაა.
სინამდვილეში იქნება თვითკმაყოფილი “სამდურაკის” გამოსვლები, რომ ჩვენ არაფერი შეგვშლია, ყველაფერი გავაკეთეთ, მაკრონია ცუდი და კიდევ ვინმე სხვა და ეხლა სხვა მხარს უნდა გავიხედოთ და მსგავსი ბოდვები, _ წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.