რუსმა ოლიგარქებმა და ინსტიტუტებმა ევროკავშირის სანქციების შედეგად უკვე დაკარგეს 12,5 მილიარდ ევროზე მეტის ღირებულების ძვირადღირებული იახტები, ვერტმფრენები, ნახატები, უძრავი ქონება და სხვა აქტივები.
“რუსი ოლიგარქების გაყინული აქტივების ოდენობა თითქმის გაორმაგდა, აპრილში 6,7 მილიარდი ევროდან €12,5 მილიარდზე მეტამდე”,_ განუცხადა გამოცემა Die Welt-ს ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან ვიგანდმა.
მან გაყინული აქტივების ასეთი მკვეთრი ზრდა მიაწერა იმ ფაქტს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში რუსი ოლიგარქების კუთვნილი მრავალი ობიექტი იდენტიფიცირებული და დაბლოკილია, განსაკუთრებით გერმანიაში.
ავტორი