ხარკოვის ოლქში რუსული დაბომბვის შედეგად, კიდევ 10 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რვა წლის ბავშვი. ამის შესახებ ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი Telegram-ზე წერს.
სინეგუბოვის თქმით, ზოლოჩივის თემის სოფელ უდის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე.
დერგაჩოვის თემში, ბეზრუკში დაბომბვისას 8 წლის გოგონა დაიღუპა, დედამისი კი დაიჭრა.
გარდა ამისა, ჩუგუევის მერმა გალინა მინაევამ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, 21 ივნისს ქალაქის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 3 დაშავდა.
მანამდე არსებული ინფორმაციით, რუსი დამპყრობლები დღეს თავს დაესხნენ ხარკოვს, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა, 11 ადამიანი კი დაშავდა.