,,მარგველაშვილის წერილში წერია ჩვენი მახინჯი გოგო იქნებ მოიყვანო ცოლადო“ – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტების, მათ შორის გიორგი მარგველაშვილის და პარლამენტის ყოფილი სპიკერების წერილს, როლებიც ევროკავშირს საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვენ.
,,დოკუმენტში წერია, რომ ქვეყანა არის საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც უნდა მოგვენიჭოს სტატუსი, რაც მათ სიყალბეზე მეტყველებს და იმაზე, რომ მათი ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი ყალბია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა გინდა შენი შვილი გაათხოვო, არავის არ ეუბნები, რომ ჩემი მახინჯი გოგო მოიყვანე ცოლადო. ეს წერია მარგველაშვილის წერილში ზუსტად – ჩვენი მახინჯი გოგო იქნებ მოიყვანო ცოლადო. არ ვართ ჩვენ მახინჯი გოგო, შესაბამისად, ამას ხელს ვერ მოვაწერთ.“ – თქვა კობახიძემ.
ავტორი