ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის, მოწინავე საშუალო და შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის შესყიდვას გეგმავს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში G7-ის ლიდერებს ხვდება, აღნიშნა, რომ აშშ კიევს “უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას” მიაწვდის. გავრცელებული ინფორმაციით, NASAMS-ს 30 კილომეტრის მანძილზე და 21 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია სამიზნეების ჩამოგდება.
უკრაინული ძალების მოთხოვნის საპასუხოდ, ამ კვირაში, ასევე გამოცხადდება სხვა სამხედრო დახმარება, მათ შორის დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალა და კონტრ-ბატარეის რადარები.
უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, რომელიც ცნობილია როგორც NASAMS, იმის გათვალისწინებით, რომ იარაღს შეუძლია დაარტყას სამიზნეებს 100 მილის დაშორებით, თუმცა უკრაინულ ძალებს, სავარაუდოდ, დასჭირდებათ სისტემებზე წვრთნა, თქვა წყარომ.
ავტორი