კრემენჩუკში, სავაჭრო ცენტრზე ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-ამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, იერიშის დროს სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.
ზელენსკიმ უწოდა თავდასხმას, ერთ-ერთი “ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტი ევროპის ისტორიაში”.
მისი თქმით, სავაჭრო ცენტრს არ აქვს სტრატეგიული ღირებულება რუსეთისთვის და არ წარმოადგენს საფრთხეს მისი ძალებისთვის – “მხოლოდ ხალხის მცდელობა იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, აბრაზებს ოკუპანტებს”.
თავდასხმა დაგმეს G7 ჯგუფის ლიდერებმაც.
„თავდასხმები უდანაშაულო მშვიდობიან მოსახლეობაზე არის ომის დანაშაული“, – ნათქვამია მათ ერთობლივ განცხადებაში.
კრემლს ჯერ არ უპასუხია თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. ქვეყანა ყოველთვის უარყოფს, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.
ამავე თემაზე:
სავაჭრო ცენტრის დაბომბვას კრემენჩუკში 11 ადამიანი ემსხვერპლა – დაშავდა 58