თურქულმა კომპანია Baykar-მა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს 3 უპილოტო საფრენ აპარატ Bayraktar TB2-ს. ისინი კერძო შემოწირულობებით უნდა ეყიდათ, თუმცა კომპანია ფულს არ მიიღებს და მათ დანადგარებს უსასყიდლოდ გადასცემს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება საკუთარ Twitter-ზე გააკეთა.
,,დრონებისთვის ფულს უბრალო უკრაინელი მოქალაქეები და ბიზნესმენები აგროვებდნენ. თურქულ კომპანიას სურს, რომ მოგროვებული თანხით ომისგან დაზარალებულ უკრაინელებს დაეხმარონ,“ – განაცხადა კომპანიამ.
უკრაინული საქველმოქმედო ფონდი Serhiy Prytula აწარმოებდა საერთაშორისო კამპანიას, რათა მოეგროვებინა ფული სამი Bayraktar TB2-ს შესაძენად.
რამდენიმე კვირის წინ Baykar-მა იგივე გადაწყვეტილება მიიღო ლიტვის მოქალაქეების მიერ უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის საყიდლად აგროვებულ შემოწირულობებზეც.
ავტორი