რუსმა ოკუპანტებმა დღეს, 29 ივნისს, დილით ნიკოლაევის ოლქში მრავალსართულიანი კორპუსი დაბომბეს – ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ვიტალი კიმი ავრცელებს.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად სულ მცირე 3 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა, მათ შორის არის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელი.
ქალაქის მერის, ოლექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, ოკუპანტებმა კორპუსი, სავარაუდოდ, ფრთოსანი რაკეტით დაბომბეს.
ავტორი