,,აშშ გააძლიერებს თავის ძალებს და აღჭურვილობას მთელ ევროპაში , რუსეთის საფრთხის საპასუხოდ, მათ შორის პოლონეთში ახალი მუდმივი არმიის შტაბის შექმნას,“ _ ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა მადრდში, ნატოს სამიტზე განაცხადა.
ბაიდენმა ხაზი გაუსვა ნატოს ვალდებულებას, დაიცვას თავისი ტერიტორიის ყველა სანტიმეტრი
“პუტინმა ევროპაში მშვიდობა დაარღვია… აშშ და მოკავშირეები ძლიერდებიან და ამტკიცებენ, რომ ნატო უფრო საჭირო და მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა”. – თქვა ჯო ბაიდენმა.
მან, ასევე აღნიშნა: ,,ჩვენ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვამბობთ, რომ თავდასხმა ერთზე არის თავდასხმა ყველას წინააღმდეგ.
ბაიდენამ თქვა, რომ აშშ გაზრდის ესპანეთში დაფუძნებულ ამერიკული გამანადგურებლების რაოდენობას და ბრიტანეთში F-35-ის დამატებით ორ ესკადრილიას გაგზავნის,
ბაიდენმა, ასევე გამოთქვა გეგმები გააგრძელოს აშშ-ს ძალების, საჰაერო თავდაცვისა და სხვა იარაღის რაოდენობის გაზრდა პოლონეთში, რუმინეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ევროპის სხვა ბაზებზე.
ამერიკელი ჟურნალისტის, ნიკ შიფრინი ინფორმაციით, ევროპაში აშშ-ს კონტინგენტის გაფართოება შემდგომ რეფორმებთან ასოცირდება.
პოლონეთში არმიის მე-5 კორპუსის მუდმივი შტაბის ჩამოყალიბება;
რუმინეთში დამატებითი როტაციული ბრიგადის განლაგება;
დიდ ბრიტანეთში 2 დამატებითი F-35 ესკადრილიის განლაგება;
ბალტიისპირეთში როტაციული განლაგების “გაძლიერება”.
ესპანეთში 4-დან 6-მდე საზღვაო ძალების გამანადგურებლის განლაგება;
გერმანიასა და იტალიაში დამატებითი საჰაერო თავდაცვის განლაგება;
ავტორი