https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო – Supply Chain Finance Award მოიპოვა

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

    რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

    პოლიციამ ესპანეთში იპოვა “წამების ოთახი” და ორი მამაკაცი გადაარჩინა – დაკავებულია საქართველოს 7 მოქალაქე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთი მრავალ სიგნალს იძლევა, რომ ომის გაფართოებისთვის მზადაა

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რუსის გენერალი, ჟორა შავგულიძე და სხვები

11:53; 2.07.2022
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

თანამედროვე ეპოქისაგან განსხვავებით, წინა საუკუნის დასაწყისში და შუაში მას-მედიის საშუალებები შედარებით ნაკლებად განვითარებული იყო, ამიტომ ამჟამინდელ თაობას წარსულის თანამემამულე აქტიორებზე ნაკლები ინფორმაციები გააჩნია. ეს ვაკუუმი ძირითადად იმ პერიოდიდან შემორჩენილი მოგონებებით ივსება. დღევანდელ წერილში რამდენიმე ათეული წლით უკან მინდა რომ დავბრუნდე და იმდროინდელ ქართულ თეატრალურ სამყაროში გახმაურებული რამდენიმე კურიოზი გავიხსენო.

რეჟისორი გუგული მგელაძე იხსენებდა:

“მე და ჟენია მორგუნოვი ყოველ ხუთშაბათს, “სანდუნოვის” აბანოში დავდიოდით. ეს ხუთშაბათიც არ იყო გამონაკლისი. ჯერ ორთქლის აბაზანები მივიღეთ, მერე საერთო განყოფილებაში “მექისეობას” ვუწევდით ერთმანეთს.

შეუხედავი პატარა კაცი ჩვენს გვერდით მოკალათდა თავისი ტაშტით და ის-ის იყო, ნახევრადმელოტი თავის გასაპვნას აპირებდა, ჟენიამ არ აცალა და შეუტია:

– აბა, წადი აქედან, აქ ორი კაცის ადგილია. იქეთ თავისუფალი ადგილია.

– ბიჭებო, მე ხელს არ შეგიშლით, იქ უბერავს.

– წადი, წადი – თავისას არ იშლიდა მორგუნოვი. შეუხედავ პატარა კაცს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თავისი ტაშტი აიღო და წავიდა.

გასახდელში თეთრ, ქათქათა ზეწრებში გახვეულნი, უცებ ადგილზე გავშრით. შეუხედავი კაცი გენერლის მუნდირის უკანასკნელ ღილს იკრავდა. აბანოს ორი თანამშრომელი კი თვალებში შესციცინებდა. ერთს ხელში ბუტერბროდიანი თეფში ეჭირა, მეორეს კი ლუდიანი კათხა. გენერალს მთელი გულ-მკერდი ორდენებითა და მედლებით ჰქონდა მოფენილი. მორგუნოვს და მე ენა დაგვება.

– ბოდიშის მოხდაა საჭირო, – ვთქვი მე.

– ნამდვილად, – დამეთანხმა მორგუნოვი და გენერალს მიუახლოვდა.

გენერალი მორგუნოვს თითქოს ვერ ამჩნევდა, მხრებში გასწორდა, ზურგი შეაქცია და ამაყად გასწია გასასვლელისკენ, “

გიორგი შავგულიძის მეუღლე ლიზა ვაჩნაძე იგონებდა:

“ერთ ორშაბათს (თეატრის უქმე დღეს), დილით, ძალიან ვიჩხუბეთ მე და ჟორამ. საჩქაროდ ჩავიცვი და გავედი სახლიდან. ისე ვიყავი გაბრაზებული, საღამომდე ამხანაგთან დავრჩი. კარგა მოგვიანებით დავბრუნდი სახლში იმ იმედით, რომ ჟორა არ დამხვდებოდა. მეც უკვე გადამიარა გაბრაზებამ. შევაღე კარი და ვხედავ, ტახტზე ზის ვიღაც უშნო, აყლარწული, უცნაურად გამოწყობილი და შეღებილი ქალი შლაპით. რომ შევედი, ფეხზე წამოდგა, მომეხვია და საოცარი ნაზი ხმით მითხრა: “ოო, დარაგაია, ნაკანეც.”

ჟორა ჩემს ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, ხოლო ფეხზე თავისი ფეხსაცმელი ეცვა, რაც უფრო აუშნოვებდა, ტუჩები საშინლად ჰქონდა წითლად შეღებილი. უფრო სასაცილოს ვერაფერს ნახავდით. როგორ არ დაეზარა ამდენი ხანი ჯდომა და ლოდინი, მით უმეტეს, რომ არ იცოდა, როდის მივიდოდი. აი, ასე იცოდა განიარაღება, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩვენში დამნაშავე. საერთოდ, ასეთი “მასკარადების” მოწყობა უყვარდა. ამით თვითონაც ერთობოდა და ჩვენც.”

ერთ წელს მარჯანიშვილის თეატრში პარტიული კომიტეტის მდივნად აირჩიეს მსახიობი თამარ თეთრაძე. თუმცა ეს ამბავი სანდრო ჟორჟოლიანის გარდა არავის გაკვირვებია და არჩევის მიზეზი თვით თამარს ჰკითხა. მან კი უპასუხა, ვითომ ვერ შევძლებ? ამის შესახებ სანდრომ ძველი თაობის წარმომადგენელს, ფრიად ინტელიგენტური გარეგნობის მსახიობს ზაქრო გომელაურსაც ჰკითხა. ზაქრო კი სანდროს ეუბნება:

– მე რაღაც კი გავიგე, მაგრამ შვილს გაფიცებ, არავის უთხრა. არ მინდა, ჩემს, ნათქვამად გავრცელდეს. ისე კი ბევრმა იცის.

– არა, ღმერთმანი, არაფერს ვიტყვი.

– შენ რომ მენშევიკი იყავი, თუ იცოდა ვინმემ თეატრში, ან თამარმა თუ იცოდა?

– რას სულელობ, ყაზახო, მაგი რა მოსატანია? – ჯერ შეშფოთდა სანდრო, შემდეგ კი გაბრაზდა.

– მე რა შუაში ვარ მერე?

– ამბობენ, ყოფილი მენშევიკები უნდა გადაასახლონო, გაიგე?

– ტყუილია მაგი! – ფერმა გადაჰკრა ბატონ სანდროს.

– ამ დღეებში, ალბათ, პარტიის ღია კრებაზე იმსჯელებენ შენს შესახებ. გირჩევ, იმ ქალთან გამონახო საერთო ენა. თუმცა, ყველა ამბობს, რომ შენზე ნაწყენი ყოფილა!

ამასობაში თამარს ყველაფერი გააგებინეს. სანდრომ კი, როცა გაიგო, რომ მის საკითხს კრებაზე არ განვიხილავთო, მეტად კმაყოფილი დარჩა. შემდეგ თამარს ყოველ შეხვედრაზე ან ქათინაურს ეუბნებოდა, ან ხელზე კოცნიდა, ხოლო ზაქრო გომელაურზე ამბობდა, როგორ დავუჯერე იმ ყიამყრალ ყაზახს ასეთი სისულელეო.

მსახიობი გოგუცა კუპრაშვილი იხსენებდა:

“1926-27 წლის სეზონში რამდენიმე კურსდამთავრებული გამოგვიძახეს და რუსთაველის სახელობის თეატრის დასში ჩაგვრიცხეს. ერთ დღეს, დილით, რეპეტიციაზე დანიშნულ დროს გამოვცხადდი. შესვლისთანავე მომესმა სანდრო ახმეტელის საშინელი ყვირილი. ახლოს როგორ გავბედავდი მისვლას და შორიდან შევავლე თვალი. მთელი დასი თავჩაღუნული იდგა. ზოგი ხელებს შლიდა აღშფოთების გამოსახატავად. უეცრად, რას ვხედავ – წინ შესასვლელში რომ ვეებერთელა სარკეა, სულ ჩალეწილიყო. სანდრო ახმეტელმა ბრძანა: ყველა დარაჯი და მორიგე, ვინც წუხელის და ამ დილით იყო, ამ წუთში აქ მომიყვანეთო. თან ცოფს ყრიდა – ნუთუ ისე დაიხოცა ყველა, ვერავინ ხმა ვერ გაიგონაო. ამ დროს მხატვარმა ირაკლი გამრეკელმა უთხრა, თუ სიტყვას მომცემ, რომ არ დასჯი, გეტყვი, ეს ვინც ჩაიდინაო. სანდრო ახმეტელმა სიტყვა მისცა. ირაკლიმ ერთი გულიანად გადაიხარხარა და უთხრა: – გატეხილი არ არის, ეგ მე დავხატე, დღეს ხომ პირველი აპრილია, გადაუსვით ჩვარი და ისევ მთელი იქნებაო.

სარკე მართლაც ისე ოსტატურად დაეხატა, არავის ოდნავი ეჭვიც კი არ შეპარვია, რომ გატეხილი იყო და გაოცებულები შევყურებდით სრულიად მთელ სარკეს”.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი ბატონ გიორგი შავგულიძეზე კიდევ ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ:

“სახლში თუ გასტროლებზე, ჟორა ყოველთვის ვარჯიშობდა, – იგონებდა მისი მეუღლე – შუა ოთახში ჩამოკიდებული ჰქონდა სავარჯიშო რგოლები და ყოველდღე ატრიალებდა გირებს. ერთ ზაფხულს საგასტროლოდ ჩემოდანი ჩავალაგე, ჟორამ კი, როგორც ყოველთვის, თავისი ჩემოდანი გაამზადა. სადგურზე ყველამ თავისი ტვირთი საბარგო განყოფილებაში ჩააბარა. ჟორამ გრიმის ჩემოდანი მსახიობ საშა სიხარულიძეს გაუწოდა, ცოტა ხანი დამიჭირეო. საშამ ჩამოართვა და მოულოდნელი სიმძიმის გამო იქვე ჩაიკეცა. რას წარმოიდგენდა, რომ შიგ სავარჯიშო გირები ეწყო. მსახიობებმა სიცილი ატეხეს, საშამ კი წყრომით უთხრა: რაია შიგ, შე უკუღმართო, სულ უნდა იციგნო?!”

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

“გურიას” ქართული პრემიერა BIAFF 2026-ის გახსნის დღეს გაიმართება

11:18; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

ჯორჯ კლუნი: “პირველები, ვისაც ავტორიტარული რეჟიმები აჩუმებენ, ჟურნალისტები არიან”

10:09; 4 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ეს ფილმი დიდი სიყვარულით არის გაკეთებული” _ ლევან კოღუაშვილი

19:45; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

“ოსკარზე“ საქართველოს სახელით ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ იქნება წარდგენილი

15:48; 3 სექტემბერი, 2026
კულტურა

ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება შედგა

17:50; 11 აგვისტო, 2026

სესილია და ტალახი

თბილისში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოგზაურობისთვის ემზადები? – გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით

18:40; 23.09.2026
მსოფლიო

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

18:10; 23.09.2026
სამართალი

ნადირობისას გასროლილ საფანტს მოზარდი ემსხვერპლა

16:46; 23.09.2026
საზოგადოება

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს- საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

15:14; 23.09.2026
სამართალი

შსს: „წამების ოთახის“ საქმეზე ესპანეთში დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არ არიან

12:12; 23.09.2026
ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
საზოგადოება

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

11:57; 23.09.2026
საზოგადოება

“გვიყვარხარ, ჩვენო ციმციმა გოგო, შენ მუდამ დარჩები ჩვენს გულში”

11:06; 23.09.2026
სამართალი

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 5 პირი

11:01; 23.09.2026
მსოფლიო

რა უთხრა ზელენსკიმ დონალდ ტრამპს

10:32; 23.09.2026
ზაფრანი

ვისთვის იქნება ეს დღე იღბლიანი _ 23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9:33; 23.09.2026
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

9:28; 23.09.2026
მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ თავდასხმას ამზადებს

9:26; 23.09.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადის გადამზადება დაიწყო

18:50; 22.09.2026
საზოგადოება

უხვმა ნალექმა კურორტ ლაშიჭალასთან ხიდი დააზიანა და მოძრაობა შეზღუდა

18:29; 22.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“მე წავედი, სულ კარგად ბრძანდებოდეთ” _ გიორგი ფოფხაძე

12:07; 23.09.2026
0

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო