საპროტესტო აქციაზე შეკრებილები კი სკანდირებენ და სამოქმედო გეგმას ითხოვენ. ამის საპასუხოდ სირცხვილიას” წევრის, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს გეგმას ეტაპობრივად გაუმხელენ, რადგან სრულად გამხელა, საფრთხეში აგდებს ამ გეგმას.
მისივე განცხადებით, გეგმის ერთი ეტაპი რუსთაველზე შეკრებილებისთვის დაახლოებით ნახევარ საათში გახდება ცნობილი. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი, ის ვისაც სურვილი აქვს, ღამეს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ გაათევს.
ავტორი