Developed By Web Features 2024 © All rights reserved
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიის ბოლოს დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარი რუსეთის მიერ საქართველოში გახორციელებულ ქმედებებსაც შეეხო.
დოკუმენტში ღრმა მწუხარებაა გამოთქმული რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან გადაუჭრელი კონფლიქტის გამო და ხაზგასმულია რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად განხორციელების აუცილებლობა.
რეზოლუცია სთავაზობს შედეგზე ორიენტირებული შუამავლობის გააქტიურებას და არსებულ მექანიზმებზე დაფუძნებულ მოლაპარაკებებს კონფლიქტების მოგვარების მიზნით. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და „ჩაერთონ დიალოგში, რათა მიაღწიონ ყოვლისმომცველ გრძელვადიან მშვიდობას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობით“.
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთონ ჟენევას საერთაშორისო დისკუსიებში.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved