სოციალურ ქსელში არაერთხელ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დაბა ბახმაროში სანაგვე ურნების პრობლემა არის.
ერთ-ერთმა რესპონდენტმა ისიც მოგვწერა, რომ დაბის ცენტრში არის ურნა, რომელსაც მეოთხე ფეხად ქვა აქვს შეყენებული.
“მახარაძის დასასწყისში ორი ურნა იდგა და ახლა არ არის. ასევე ურნა არ დგას დავიდიანცის, ფიზკულტურის, მეტეოს ქუჩებზე. თუ შარშან იყო წელს სად წაიღეს?! “ – გვითხრა ბახმაროში მყოფმა ერთ-ერთმა დასვენებელმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი რომან კალანდაძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბახმაროში 17 ურნა არის განთავსებული.
“ეს ურნები ნამდვილად, არ არის საკმარისი და ამ თვეში, ივლისში მოხდება 40 ურნის შემოტანა. მალე მოხდება ამ საკითხის მოგვარება“, – გვითხრა რომან კალანდაძემ.
დაბა ბახმაროში არაერთი პრობლემა მათ შორის წყლის მიწოდება დამსვენებლებისთვის. მიუხედავად ამისა საქართველოს რეგიონებში ბახმაროში დასვენება არც ისე სარფიანია.
ავტორი