Reuters-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია დასრულებისგან ჯერ შორს არის.
მან შეშფოთება გამოთქვა, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევების რაოდენობა მატებას განაგრძობს, რაც დამატებით ზეწოლას ახდენს გადატვირთულ ჯანდაცვის სისტემებზე და ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებზე.
„კოვიდ-19-თან დაკავშირებით გასულ პარასკევს საგანგებო კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელმაც დაასკვნა, რომ ვირუსი კვლავ რჩება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად“, – განაცხადა გებრეისუსმა.