არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს.
უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.