,,დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია ყველგან“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის მოქმედმა პრემიერ-მინიტრმა, ბორის ჯონსონმა პრემიერის რანგში საბოლო სიტყვის დროს ბრიტანეთის პარლამენტში.
,,მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს და რჩევა მივცე მომდევნო პრემიერ-მინისტრსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერს, ვინც არ უნდა იყოს ის – დარჩით უკრაინელების გვერდით, დაიცავით თავისუფლება და დემოკრატია ყველგან და ყოველთვის! შეამცირეთ გადასახადები და მოხსენით რეგულაცია ყველგან, სადაც შეგიძლიათ, რათა ბრიტანეთი იყოს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი საცხოვრებლად და ინვესტიციებისთვის. მე მიყვარს ხაზინა, თუმცა გახსოვდეთ, რომ ყოველთვის ხაზინისთვის რომ მოგვესმინა M25-ს ვერ ავაშენებდით. კონცენტრირდით გზაზე, თუმცა არ დაგავიწყდეთ უკანა ხედვის სარკეების შემოწმებაც. და დაიმახსოვრეთ – რომ Twitter-ი არ არის ის, რაც მნიშვნელოვანია, არამედ ის ხალხი, ვინც აქ, სამართავად გამოგვზავნა. ამ თანამდებობაზე ყოფნა ჩემი ცხოვრების უდიდესი პრივილეგია იყო – ჩვენ შევცვალეთ დემოკრატია და აღვადგინეთ ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ჩვენ დავეხმარეთ ამ ქვეყანას პანდემიასთან გამკლავებაში და სხვა ქვეყანა ბარბაროსებისგან ვიხსენით. გულწრფელად რომ ვთქვათ, მისია შესრულებულია. მინდა მადლობა გადავუხადო შესანიშნავ პერსონალს, ყველა ჩემს მეგობარსა და კოლეგას – ასტა ლა ვისტა, პატარა!“ – თქვა ჯონსონმა.
ცნობისთვის, შიდაპარტიული უნდობლობის გამო, ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ამჟამად, ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარეობისა და პრერმიერ-მინისტრობის თანამდებობაზე კენჭისყრა მიმდინარეობს. დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 5 სექტემბერს გახდება ცნობილი.
ავტორი