პრინსტონის უნივერსიტეტის ვუდრო ვილსონის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების საზოგადოებრივი სკოლის სწავლულებმა დაადგინეს: ცხოვრებისეულ უწესრიგობებს ყურადღება რომ არ მივაქციოთ, საჭიროა, წელიწადში ჩვენი შემოსავალი 75 ათასი დოლარი იყოს, რაც 6 250 დოლარს, ან, დაახლოებით 11 562 ლარს შეადგენს თვეში.
ეკონომისტი ანგუს დიტონი და ფსიქოლოგი დენიელ კანემანი, რომლებიც კვლევებს ატარებდნენ, აღნიშნავენ, რომ, სახელდობრ ეს თანხა წარმოადგენს თავისებურ ზღვარს: თუ ადამიანი ნაკლებს იღებს, ის უფრო რთულად გადაიტანს ცხოვრებისეულ რყევებსა და უსიამოვნებებს. მაგრამ, არ ღირს ვიფიქროთ, რომ ცხოვრებით კმაყოფილება იზრდება იმ შემთხვევაში, თუ შემოსავალი წელიწადში აღნიშნულზე მეტი იქნება. გაირკვა, რომ მეტი ფული, ვიდრე ეს თანხაა, ბედნიერებას უკვე აღარაფერს ჰმატებს.
ფულის როლის გარკვევაში სწავლულებს რესპონდენტებიც დაეხმარნენ: კითხვაზე, რა პრობლემები აშფოთებთ მათ ცხოვრებაში, აღმოჩნდა, რომ მეუღლესთან განქორწინება – დაახლოებით 51 პროცენტს იმათგან, ვინც თვეში 1 000 დოლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს და დაახლოებით 24 პროცენტს იმათგან, ვინც ყოველთვიურად 3 ათას დოლარზე მეტს იღებს.
კვლევების ავტორები აღნიშნავენ, რომ ფულსა და ბედნიერებას შორის კავშირი ატარებს ირიბ ხასიათს: „მაღალი შემოსავალი არ გვაქცევს ბედნიერ ადამიანებად, მაგრამ ფული გვაძლევს ცხოვრებას, რომელიც აღიქმება, როგორც უფრო კარგი“.
ავტორი