მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასის რამდენიმე წევრი კორონავირუსით დაინფიცირდა. წყაროსვე ინფორმაციით, ეს გახდა მიზეზი, რომ მათ ვერ მიიღეს მონაწილეობა რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელსაც სენაკი მასპინძლობს.
ფესტივალი სწორედ ახალციხის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს უნდა გაეხსნა.