ოზურგეთში, განსაკუთრებით გურიის ქუჩაზე და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყოველ დღე ასეთი მდგომარეობაა: ნაგავი ყველგან ყრია, ყველს და ზოგადად, რძის ნაწარმს კი პირდაპირ შუა ტროტუარზე დადგმული ვედროდან ჰყიდიან…
ამაზრზენია სანიაღვრე არხების ცხაურებში ჩატენილი სხვადასხვა ნაგავი .
კითხვაზე, თუ რატომ იქცევიან ასე, აქ მომუშავეები ამბობენ, რომ ნაგვის ურნები არ დგას…(??) არადა, იქვე, 30-იოდე მეტრში, უზარმაზარი სანაგვე ურნებია განთავსებული.
ბუნებრივია, ყველ ნაბიჯზე ურნას არავინ დადგამს, თუმცა შესაძლებელია, იქონიონ ცელოფანის პარკი ან ყუთი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ცხაურებიანი სანიაღვრე არხების საუკეთესო ინფრასტრუქტურული მოწესრიგება, სრულიად ცენტრალურ ტერიტოირაზე, ბეგლარ სიორიძის მერობის დროს მოხდა. მაშინ, მორიგი გაწვიმებისას რომ გუბეებით არ ივსებოდა ქალაქის ტერიტორია, ყველას უხაროდა. ახლა დაუჯერებელი ამბები ხდება – ცხაურებში პირდაპირ ატენიან ნაგავს, ყველანაირ ნარჩენს.
„ასე გახდება ოზურგეთი ევროპული ქალაქი?“– გულდაწყვეტით ამბობენ რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც გულწრფელად აწუხებთ ასეთი ანტისანიტარია.
არანაკლებ ანტისნიტარიაა ბაზრის შიდა ტერიტორიაზე.
-საღამოს, დამლაგებელი მოვაჭრეებზე ადრე გარბის სახლში, მოდით და ნახეთ, _ თქვეს „გურია ნიუსთან“ ბაზარში მოვაჭრეებმა.
ვრცლად მალე გიამბობთ აღნიშნულ პრობლემაზე.
ავტორი