ოტია იოსელიანისგან ინტერვიუს იღებს ერთ-ერთი ჟურნალისტი:
– ბატონო ოტია, რას ფიქრობთ ამ ახალ ქართველებზე, მეუღლეთა მშობიარობას რომ ესწრებიანო.
– ნამეტანი კაის ვფიქრობ, ბატონო, – პასუხობს ოტია, – ბოვშების კეთებას მაგენი არ ესწრებიან და მშობიარობას მაინც დაესწრონ, მამობა, ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა განიცადონო.
არ მოეშვა ჟურნალისტი და ეკითხება:
– ეს გასაგებია, მაგრამ, პოლიტიკოსებზე რას იტყვით?
– ხო, მაგენი მტრედებივით არიანო, პასუხობს მწერალი – დაუკვირდი, კაცო, ჯერ, სანამ მიწაზე დაბოდიალობენ, ჩვენი ხელიდან კენკავენ საკენკს, მერე კი, რომ აფრინდებიან, პირველი ჩვენ გვასკლინტავენ თავზე.
ავტორი