გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის კიდევ უფრო მომატება, რამაც შეიძლება ტყის ხანძრები გამოიწვიოს.
„19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა (34, 39 გრადუსი) შენარჩუნდება. 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, ზოგან, ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.