ოზურგეთში კოვიდინფიცირების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია ინფიცირების 23603 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 23339 პაციენტი, გარდაცვლილია 96.
ამ დროისთვის ოზურგეთში აქტიურია ინფიცირების 168 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან 27 სტაციონარში, 141 კი ბინაზე მკურნალობს.