უკრაინის ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა მისი მოკავშირეების ეკონომიკას – თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ BBC-თან ინტერვიუში. მაგრამ თუ დასავლეთის ქვეყნების მცხოვრებლები იძულებულნი არიან დათვალონ თეთრები, რათა გადაიხადონ გაზის გადასახადები, უკრაინელები გარდაცვლილებს ითვლიან, განაცხადა ოლენა ზელენსკამ.
ოლენა ზელენსკამ მოუწოდა დასავლეთს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად და იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთს არ დაავიწყდება ის ადამიანური მსხვერპლი, ზარალი და ტკივილი რომელიც ამ ომმა უკრაინას მოუტანა. და თქვა, რომ “ფასები იზრდება უკრაინაშიც. გარდა ამისა, იქ ხალხი იხოცება”
„ხალხმა უნდა გაიგოს, რომ [ევროპის ეკონომიკური კრიზისი] არა დასავლეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერის ბარლია არამედ რუსეთის ქმედებების…თუ მხარდაჭერა ძლიერი იქნება, ეს პერიოდი უფრო ხანმოკლე იქნება“, – ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკამ.
თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ და სთხოვა დასავლურ სამყაროს, არ დაივიწყონ ადამიანები, რომლებიც პუტინის მიერ დაწყებული ომის გამო, უშუალოდ დაზარალდნენ.
წყარო: newposts.ge