როგორც უკვე ვწერდით,ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. აღნიშნულ პოსტზე სავაჭრო-სამრეწველო პალატის ყოფილი რეგიონული წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთში, შალვა აგუმავა დაინიშნა.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა გეგმავს თუ არა ახალი ხელმძღვანელი რეორგანიზაციას და ასევე, გახდება თუ არა უფასო ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი. აგუმავა გვპასუხობს, რომ არანაირი რეორგანიზაცია არ იგეგმება.
რაც შეეხება ფასს, ახალი დირექტორის განმარტებით,” ეს თანხა ისედაც მიზერულია”.
ცნობისთვის, ბოტანიკურ ბაღში შესვლა მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდან ფასიანი გახდა და მოქმედებს შემდეგი ტარიფები: საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი; საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი; სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი; ერთთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი; სამთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი; ექვსთვიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი; ერთწლიანი აბონემენტი 1 ვიზიტორზე – 70 ლარი; ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონემენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20ლარი; სამთვიანი საოჯახო აბონემენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 35 ლარი; პიკნიკი 1 ვიზიტორზე (საქართველოს მოქალაქე) – 10 ლარი; კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15 ლარი; ფოტოსესია – 50 ლარი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: ომის მონაწილეები; პენსიონერები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ არემატება 100-000-ს.