ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლა ჩეხეთში გასამრთ ფესტივალზე გაემგზავრა.
კულტურის დაწესებულებათა გაერთიანების ინფორმაციით, ანსამბლი 12-დან 16 სექტემბრის ჩათვლით, მიწვეულია ჩეხეთში, ქალაქ კარლოვი-ვარში, ფესტივარლზე – “სულიკო”.
,,მნიშვნელოვნად ემოციური დღეები გველის წინ, რადგან პირველად შევეცდებით საზღვრებს გარეთ გურული ფოლკლორის გაცნობას მსმენელთათვის, რაც მეტად საპასუხისმგებლოა ჩვენი სკოლისათვის”, _ ამბობს ხუხუნაიშვილების სახელობის სიმღერა-გალობის სკოლის ლოტბარი ავთანდილ თურქია.