დღეს სამტრედიის მუნიციპიტეტის 36 სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. აქედან 34 საჯარო და 2 კერძო სკოლაა. წმინდა ნაზარე ლეჟავას სახელობის მართმადიდებლურმა სკოლამ სწავლა ეკლესიური კალენდრით გუშინ, 14 სექტემბერს დაიწყო.
როგორც სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, თინათინ ხარძიანმა “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, 2022-2023 სასწავლო წელს სამტრედია მომზადებულად შეხვდა:
“დღეის მდგომარეობით, წელს სამტრედიაში 553 პირველკლასელი გვყავს. ეს არ არის საბოლოო მაჩვენებელი, რადგან დღემდე მიმდინარეობს პირველკლასელთა მობილობა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ტრადიციულად მათ გადაეცათ სახელმწიფო პროგრამით “ჩემი პირველი კომპიუტერი” და გოგებაშვილის რედაქციით დედაენა. დღეს სამტრედიას ჰყავს 6681 მოსწავლე. სასწავლო წელი ყველა სკოლაში დაიწყო მოსწავლეთათვის უსაფრთხო და სასურველ გარემოში”.
ავტორი