თქვენზე ბოლო დროს აქტიურად ჭორაობენ? გიხაროდეთ, ესე იგი, საინტერესო და აქტიური ცხოვრება გაქვთ. თუ თქვენ ჭორი გაღიზიანებთ და განერვიულებთ, მაშინ ვერ ხვდებით, რა სარგებლობა მოაქვს მას.
ჯერ ერთი, ის, ვისზეც ჭორაობენ, სხვაზე უკეთესად ცხოვრობს – სხვანაირად ჭორების ობიექტი ვერ გახდებოდა. ანუ, თუ თქვენზე ჭორაობენ, იგრძენით თავი სხვაზე უკეთესად. ფაქტია, რომ მათზე გაცილებით მომგებიან სიტუაციაში ხართ, ხასიათითაც გამორჩეული ბრძანდებით და შეგნებითაც; ენას არ იღლით ჭარტალით; არ იქექებით სხვის ცხოვრებაში. რატომ? – იმიტომ, რომ თქვენი ცხოვრებაც სავსეა საინტერესო მოვლენებით.
ჭორი თავისებური მასტიმულირებელი საშუალებაც არის. ჭორების ეპიცენტრში მყოფი ვერ მოდუნდები, ვერ მისცემ თავს უფლებას, ცუდად გამოიყურებოდე. რაც მთავარია, ყველა საშუალებით ცდილობ, უარყო ჭორი, თუ ის არ გსიამოვნებს; ან დაადასტურო, თუკი ჭორი შენს წისქვილზე ასხამს წყალს.
ჭორს კიდევ ერთი სიკეთე აქვს: მასში ყოველთვის არის სიმართლის მარცვალი. თუ ეს „მარცვალი“ თქვენს ყურადღებას იმსახურებს, გააღვივეთ ის და დატკბით შედეგით.
ავტორი